ეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები

ეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები

ეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები “როდესაც ლიტველი ექსპერტი ჩამოვიდა და თქვა, რომ თეორიულად შეუძლებელია ცოცხით ადამიანის გაუპატიურება, ჩვენ მაშინ ეს არავინ დავიჯერეთ, რეალურად კი ამისი შანსი არის მინიმალური. მაგრამ ჩვენ გავხდით ბედუკაძის ამ სტუდიის მსხვერპლი, იმიტომ, რო შემდგომი კადრები, რომლებიც სრულად არ იქნა ნაჩვენები, ეს ავანტიურა, იმიტომ, რომ ცოცხი ლამის გახდა 2012 წლის არჩევნების სიმბოლო და არავის არ უფიქრია იმაზე, უფრო გონიერად მოვკიდებოდით ამ მასალას. საბოლოო ჯამში თუ ბოლომდე ნახავს მაყურებელი, ამ ვიდეოკადრებიდან ირკვევა, რომ ეს ცოცხების კადრები არის დადგმული. ეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები და შემდგომ კადრებში ჩანს, რომ პირი, რომელსაც ეუბნებიან, რომ ცოცხი აქვს და ქურდია და ა.შ., რეალურად გახლავთ ფსიქიურად დაავადებული პიროვნება. შემდგომ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ ის სხვა საკანში, როგორ მიდის მისი დაცინვა მათ შორის პატიმრების და მათ შორის ციხის თანამშრომლების მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. გომელაურის შემცვევლი პრემიერს ჯერ არ დაუსახელებია. "ქრონიკა+"-ის რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით შს მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება, რომელთაგან ერთს პრემიერი უახლოეს დღეებში დაასახელებს. "შს მინისტრის პოსტი ნამდვილად საჯილადო ქვა გახდა, როგორც კოალიციის შიგნით ისე კოალიციის გარეთ, პირველი ის, რომ რესპუბლიკელებს ამ პოსტზე ჰყავთ თავიანთი კანდიდატურა და ეს გახლავთ გიგლა აგულაშვილი, ისინი შეეცდებიან, რომ ეს კანდიდატურა გაიყვანონ, კოალიციის პოზიცია თავად ჩემთვის უცნობია, მაგრამ ვიცი, რომ კარგი პოზიციები აქვს მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს სოსო გოგაშვილს, რომელსაც პრემიერის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი ძალიან კეთილგანწყობილად უყურებს. ჩემი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ ის დაინიშნება ამ დღეებში, რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, ნინო ბურჯანაძე, როცა მოსკოვიდან დაბრუნდა თქვა, რომ მას აქვს უსტარი და ის ელოდება შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსები ამ პოსზტე, მას შემდეგ რაც მინდია ჯანელიძის თავდაცვის სამინისტროდან წამოსვლის გამო დაკარგეს სამინისტროზე კონტროლი ცდილობენ, რომ შს მინისტრის პოსტზე, მათთვის სასურველი კანდიდატურა გაიყვანონ. ვეჭვობ, რომ ეს არის ის დანაბარები, რომელის ნინო ბურჯანაძემ უნდა გადასცეს ირაკლი ღარიბაშვილს მოსკოვიდან. ამ ეტაპზე, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები, იმიტომ, რომ კოალიციის შიგნით, ეს საკითხი არ თანხმდება და არც რესპუბლიკელები აპირებენ პოზიციების დათმობას და არც ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არ ვიცით. გიორგი მღებრიშვილს, სასჯელაღსრულების მინისტრს, როგორც ვიცი მფარველობს ირაკლი ღარიბაშვილი და როგორც ვიცი, მას უნდა რომ ამ პოსტზე გაიყვანოს სწორედ მღებრიშვილი, რაკი ორ კვირაზე მეტ ხანს გაჭიანურდა ეს დავიდარება. ჩემი ინფორმაციით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნება სოსო გოგაშვილი ოფიციალურად, ეს მოხდება ამ დღეებში და ამის შემდეგ უკვე შემოდგომამდე ალბათ გაარკვევენ ვისი პოზიციები უფრო მყარია კოალიციაში, რესპუბლიკელების, რუსების თუ ბიძინა ივანიშილის",-განაცხადა ელისო კილაძემ. ნაწამები ის არ არის, ეს რეალურად ჩანს კადრებში და არც ცოცხით არ არის გაუპატიურებული. მაყურებელს იმ აფექტურ მდგომარეობაში, 2012 წელს აჩვენეს ცოცხების კადრების ერთი ფრაგმენტი და პატარა ფრაგმენტი, რომელმაც ლამის ჭკუიდან გადაიყვანა მთელი საქართველო და თუ ეს კადრები იქნებოდა ბოლომდე ნაჩვენები, უკვე ცხადი გახდებოდა, რომ ეს კადრები არის დადგმული, ეს არის ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის დაცინვა”, – განაცხადა ელისო კილაძემ ე.წ. ცოცხების კადრებზე საუბრისას

banner
წინა სტატიაშივინ გაუგზავნა ლადო ბედუკაძეს 40.000 დოლარი მოსკოვიდან და სად ინახება ჩეკები: “ქრონიკა+”-ის სკანდალური ჩანაწერი
შემდეგი სტატია,, რუსეთთან ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ვერ დალაგდება “