“ეს ადამიანები არც შსს-ში და არც თავდაცვის სამინისტროში არ ირიცხებოდნენ,”- ჯანელიძე უდესიანს პასუხობს

სამხედრო ფორმირებები, რომლებზეც თავის ინტერვიუში გია უდესიანმა ილაპარაკა – არც შინაგან საქმეთა და არც თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში არ ირიცხებოდნენ. ამ თემაზე დღეს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ილაპარაკა.

მისი თქმით, რთული იქნება იმ პირების სამსახურში აღდგენა, რომლებიც ოფიციალურად არსად ირიცხებოდნენ.

“ეს ადამიანები არც თავდაცვის და არც შს სამინისტროს რიგებში არ მსახურობდნენ. ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. უნდა აღდგნენ ეს ადამიანები თუ არა სამსახურში ეს არ ვიცი,”- აცხადებს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ლართან დაკავშირებით დინამიკა საკმაოდ დასტაბილურდა
შემდეგი სტატია“სამართალდამცავებმა არ უნდა დაუშვან ექსტრემიზმის პროპაგანდა,” – გედევან ფოფხაძე