“ეს ადამიანები არიან გამგებლები, გემგებლების მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები”- წიკლაური ღარიბაშვილს მიმართავს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისების დარბევას, ხელისუფლებისაგან მართულს უწოდებენ პარტიაში. ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, დარბევებში საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართულები და ისინი სხვადასხვა ქალაქების საკრებულოებსა და გამგეობებში მუშაობენ. დეპუტატმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, უმოქმედობაში დაადანაშაულა.

“ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება რომ თითქოს ეს ადამიანები არიან უცხო პირები და შს მინისტრს დაავალა მათი ვინაობის დადგენა. რეალობა არის სხვა. ძირითადად ეს ადამიანები საკრებულოს თანამშრომლები, გამგებლები, გამგებლების მოადგილეები და გამგეობის თანამშრომლები არიან,”- აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაში“ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი”- პრემიერის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს პირველი შეხვედრა იმართება
შემდეგი სტატია2016 წლიდან უკრაინა შეძლებს უარი განუცხადოს “გაზპრომს” ბუნებრივი აირის შესყიდვაზე