ესტონური პროექტის Smart Up Georgia ფინალისტი ჯგუფის “creARTive”-ის მიერ ორგანიზებული “კრეარტიული ფესტივალი” თბილისში

creARTive16 მაისს დედაენის ბაღში და 19 მაისს მთაწმინდის პარკში გაიმართება  ესტონური პროექტის Smart Up Georgia ფინალისტი ჯგუფის “creARTive”-ის მიერ ორგანიზებული “კრეარტიული ფესტივალი”. ფესტივალი 13:00-დან 21:00 საათამდე გაგძელდება.
.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ხელოვანი, რომლებიც გამოფენენ და გაყიდიან ტყავის, ხის, თექის და სხვა სახის ნამუშევრებს.
“კრეარტს” მუსიკალურად  10-მდე ჯგუფი და ინდივიდუალური მომღერალი გააფორმებს.
ასევე, წარმოდგენილი იქნება კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა ნამუშევრები.

banner
წინა სტატიაშიფეისბუქის რუსეთსა და უკრაინაში დაბლოკვა: ომი სოციალურ ქსელში
შემდეგი სტატიანატო ნორვეგიის ჩრდილოეთით საკუთარი ისტორიის მანძილზე წყალქვეშა ნავების უმსხვილეს სწავლებას ატარებს