ესპანეთში 36 კაციანი ქართველთა ბანდა დააკავეს

a8e668405f40d0bcf5ec39a6416329d1ესპანეთის შსს-ს მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მსხვილი სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 36 მოქალაქე დააკავეს…

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია  ბინების ქურდობაში მონაწილე პირების ბანდა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მოქმედებდა და რომელთაც ,,კანონიერი ქურდი,, საქართველოში და ესპანეთში არაერთხელ ნასამართლევი ზვიად დარსაძე ხელმძღვანელობდა.

ესპანური მედიის ცნობით, დაკავებულები ეწეოდნენ ბინებიდან მხოლოდ და მხოლოდ ოქროსა და ძვირფასი ლითონის  ნივთების ქურდობას, რომლებსაც საკომისიო მაღაზიებში აბარებდნენ ნაწილს კი ადნობდნენ…

ესპანელი სამართალდამცავების ცნობით ოპერაციაში, რომელიც მადრიდის ჩათვლით ერთდროულად ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარდა,  200-ზე მეტი პოლიციელი ღებულობდა მონაწილეობას… თვეების მანძილზე განხორციელებული თვალთვალისა და საგამოძიებო მუშაობის შედეგად, გამოვლენილი და გაუვნებელყოფილი იქნა ქართველთა მსხვილი მაფიოზური კლანი, აცხადებენ ესპანელები.

ესპანელები აღნიშნავენ ,,მაღალ კვალიფიკაციას,, ქართველი ქურდებისა, რომლებიც მხოლოდ ძვირფასი ლითონის სამკაულებს იპარავდნენ ბინებიდან… ,,ისინი ბინებში აღწევდნენ უჩუმრად… პროფესიონალურად ხსნიდნენ ნებისმიერი სირთულის გასაღებს და არასდროს არ ახდენდნენ ფიზიკურ ძალადობას ბინის პატრონებზე,, აცხადებენ ესპანელი სამართალდამცავები.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ესპანეთში ქართული მრავალრიცხოვანი დაჯგუფება აჰყავთ… თუმცა, როგორც ესპანელი სმართალდამცავები აცხადებენ, პირველია ასეთი პროფილით… ოქროს ნაწარმის მსგავსი მასშტაბური ქურდობა კერძო ბინებიდან,  ესპანელებს ადრე არ ახსოვთ.

ერთია დაკავება… და მეორეა დაკავებული ქართველების ჩასმა ციხეში… როგორც ადგილობრივი მედია ესპანელ იურისტებზე დაყრდნობით აცხადებს, ის ფაქტი, რომ დანაშაულები ჩადენილი იქნა ისეთ გარემოებებში, რომლის დროსაც გარშემო მყოფებს საფრთხე არ შექმნიათ, ესპანური კანონმდებლობით იძლევა იმის საფუძველს, რომ დამნაშავეები სასამართლომდე გაანთავისუფლონ… რის შემდეგაც, როგორც ადრე ხდებოდა ესპანელების მიერ დაკავებული ქართველების შემთხვევაში, ისინი ესპანეთიდან გაქრებიან, აცხადებს ესპანური მედია.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიაფხაზებმა გალში მიწაზე ახალი ფასები დაადგინეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის