ესპანეთი გეი და ლესბოსელების მთავარ ტურისტულ ადგილად დასახელდა – ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის LGNT Capital-ის მიერ გაკეთებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომელიც EuroWeekly-ში გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ლგბტ-მოგზაურებს ქვეყენაში 6.04 მილიარდი ევრო შემოაქვთ. ექსპერტების აზრით, ისინი მოგზაურობებში ტრადიციული ორიენტაციის მქონე ტურისტებთან შედარებით 30%-ზე მეტს ხარჯავენ.
როგორც “ინტერფაქს-ტურიზმი” აზუსტებს, წლის დასაწყისიდან ესპანეთმა ტურიზმზე 37 მილიარდი ევრო გამოიმუშავა.
კვლევის თანახმად, ლგბტ-ტურისტებში ესპანეთის პოპულარობა, შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ესპანეთი 2005 წელს ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, სადაც ერთსქესიანთა ქორწინებების ლეგალიზაცია მოხდა. 2014 წელს კი ქვეყანა ყველაზე გეების-მეგობარ ქვეყანად დასახელდა. ასევე, მადრიდში ყოველ წელს მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გეი-აღლუმი იმართება.
სიაში მეორე ლგბტ-ტურისტებში პოპულარულ ქვეყნად საფრანგეთია (5,9 მილიარდი ევრო), მესამე – გერმანია (4,7 მილიარდი ევრო).
ივლისში მიუნჰენის მთავრობამ ყოველწლიური “სიამაყის-აღლუმისთვის” ქალაქში უჩვეულო შუქნიშნები დადგა, სადაც ხელჩაჭიდებული ერთსქესიანი წყვილები არიან გამოსახული.
პირველად მსგავსი შუქნიშნები ვენაში “ევროვიზიამდე” დამონტაჟდა.