ესპანეთმა პრორუსული სეპარატისტები დააკავა

ესპანეთმა პრორუსული სეპარატისტები დააკავა

ესპანეთმა პრორუსული სეპარატისტები დააკავაესპანეთში 8 ესპანეთის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთან ერთად უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ სომარ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.
ისინი ქვეყნის 6 რეგიონში დღეს დილით დააკავეს, ნათქვამია ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში: „8 ესპანეთის მოქალაქე იქნა დაკავებული მას შემდეგ, რაც ისინი დაბრუნდნენ უკრაინიდან, სადაც დონბასის შეიარაღებულ მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. ისინი სხვადასხვა დანაშაულებების ჩადენაში არიან ბრალდებულები“ – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც პრესაში ვრცელდება, დაკავებულებს შესაძლებელია ბრალი სხვადასხვა მუხლით წაუყენონ, მათ შორის იარაღის შენახვა, შეაიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობა და ესპანეთის ნეიტრალიტეტის დარღვევა უკრაინის კონფლიქტში.დაკავების ოპერაციაზე სანქცია მადრიდის ერონულმა უმაღლესმა სასამართლომ გასცა.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები შესაძლებელია ინტერნაციონალური ბრიგადის წევრები იყვნენ, რომლებიც ესპანეთის სამოქალაქო ომში გენერალ ფრანკოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ულტრა-მემარცხენე დაჯგუფების წევრებმა ჯერ კიდევ აგვისტოში გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელებში ფოტოები იარაღით ხელში, რომელსაც თან განცხადება ახლდა, რომ ისინი დონბასში საომრად წასვლას აპირებენ რომ „ფაშიზმის კიბოს წარმონაქმნს“ ებრძოლონ, რომელიც მათი თქმით უკრაინაში ვრცელდებოდა.
ესპანეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის დაკავებები ესპანეთში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიუსები გაზაფხულზე მარიუპოლის აღებას შეეცდებიან
შემდეგი სტატია„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ისტორიული სიძველეები გაანადგურეს