ექსკლუზივი: რა მოიპარეს გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში

გუშინ, გალის დე-ფაქტო მილიციამ ორი ქართველი დააკავა და სასტიკად სცემა. ერთ–ერთი მათგანი კახა შონია საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულის მშობლებმა სოხუმის დე-ფაქტო პროკურატურას მიმართეს,თუმცა მათ კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. დაზარალებულებს ბრალი ქურდობაში ედებათ. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ისინი ქურდობის მომენტში აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. ამას დაზარალებულების ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ადგილობრივიგალის რაიონის დაბალი ზონის ორ სოფელში ოტობაიასა და ნაკარღალში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრების ანძებზე სათვალთავლო კამერები მოიპარეს. მათი საერთო ღირებულება 400 ათას დოლარს შეადგენს.ეს ყველაზე დიდი სკანდილია, რაც კი მომხდარა ე.წ მესაღვრების არსებობის მანძილზე გალის რაიონში. როგორც “თაიმერის ” სანდო წყარო იტყობინება მთელი დღის განმავლობაში ე.წ რუსი მესაზღვრეები აფხაზებთან ერთად დადიან სოფლებში, კარდაკარის პრინციპით და მოსახლეობას სთხოვენ დააბრუნონ მოპარული სათვალთავალო კამერები.
შეგახსენბთ , რომ სათვალთავლო კამერები 2009 წლიდან ფუნქცინირებს გალის რაიონის ოკუპირებულ ტერტორიაზე.თითიეული ანძის სიმახლე, რომელზეც დამოტაჟებული იყო სათვალთავალო კამერა 70–100 მეტრს აღემატება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: მინდია ჯანელიძეს თუ შეხვედრის სურვილი აქვს, მზად ვარ დღესვე შევხვდე
შემდეგი სტატიაეუთო საქართველოს რეკომენდაციიების შესრულებისკენ მოუწოდებს