ეროსი კიწმარიშვილის საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს

ეროსი კიწმარიშვილის საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლის გადახედვის მიზეზი, შესაძლოა, ის მასალები გახდეს, რაც მათ გამომძიებლებმა გააცნეს.

ადვოკატიც და ეროსი კიწმარიშვილის ძმაც ახალ გარემოებებზე საუბრობენ.

“ეს ის დეტალებია, რომელიც, საბოლოო ჯამში, არ არის გამორიცხული, მივიდეს გარკვეული დანაშაულის კვალამდე და, ბუნებრივია, ეს ავტომატურად ნიშნავს კვალიფიკაციის შეცვლას,” – აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.

ზურა კიწმარიშვილის მტკიცებით, საქმესთან რამდენიმე პირის შემხებლობა გამოიკვეთა.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში დაიკითხებიან.

გაგი მოსიაშვილი, კიწმარიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, პროკურატურაში გუშინ 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ პროკურატურა გუშინ საღამოს 10 საათზე დატოვეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ერაყელ ქურთებს 13 მლნ. ევროს იარაღი გადასცა
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება საკმაოდ მძიმეა