ეროვნულმა ბანკმა გადამალა ფინანსური რეზერვები არის უსაფუძვლო–რომან გოცირიძე

"ტელევიზიით ხშირად გადის ხოლმე რაღც ტრიუკები და რამე სახიფათოსთან რომ გვაქვს საქმე - თან ახლავს წარწერა"გთხოვთ, არ გაიმეოროთ". იგივეს გთავაზობთ სქემას, როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება. მაგრამ ეს თუ გაკეთდება, მხოლოდ ხელისუფლება კი არ დაემხობა, ქვეყანაც მოჰყვება ნამსხვერებში", - განაცხადა ექსპერტმა რომან გოცირიძემ გადაცემა "რეაქციის" ეთერში.   ფინანსისტის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისადმი წაყენებული ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ბანკმა გადამალა ფინანსური რეზერვები, არის უსაფუძვლო.  "საქართველოს ფინანსური რეზერვი არის 2,7 მილიარდი. 30 პროცენტი არის დაახლოებით 900 მილიონი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იგივე სქემა რომ გაიმეოროს, და გამოიტანოს 900 მილიონი, ლარს იგი გარკვეულ ნიშნულზე მართლაც დაიჭერს. თუმცა დაგვრჩებოდა 1,8 მილიარდი - 2 თვის იმპორტის დამაბალანსებელი. გარდა ამისა, ვიცით, რომ საგარეო ვალის მომსახურებისთვის დიდ თანხები იხარჯება და ა.შ. რას ნიშნავს 900 მილიონის გაყიდვა - ეს ნიშნავს მიმოქცევიდან 1,6 მილიარის ლარის ამოღებას ძველი კურსით. ეროვნული ბანკი აკონტროლებს 5,5 მილიარდის ფულის მასას, რომელიც წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ გაზრდილა. ამას გამოკლებული ზემოთაღნიშნული ტანხა, იგი დავა 3,9 მილიარდამდე. ანუ ეკონომიკაში იქნება სრული უძრაობა. ანუ მოხდება მშპ-ს ზრდის კორექტირება, იგი წავა მინუსებში, ბიუჯეტის დაახლოებით მილიარდიანი კორექტირება მოჰყვება, და წლის ბოლოს მივიღებთ კოლაფსს" - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბიძნა ივანიშვილმა ფინანსურ კრიზისში ეროვნული ბანკი დაადანაშაულა და შემდეგ მას მხარი მთავრობის წევრებმაც აუბეს.“ტელევიზიით ხშირად გადის ხოლმე რაღც ტრიუკები და რამე სახიფათოსთან რომ გვაქვს საქმე – თან ახლავს წარწერა”გთხოვთ, არ გაიმეოროთ”.
იგივეს გთავაზობთ სქემას, როგორ უნდა დაამხოს ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლება. მაგრამ ეს თუ გაკეთდება, მხოლოდ ხელისუფლება კი არ დაემხობა, ქვეყანაც მოჰყვება ნამსხვერებში”, – განაცხადა ექსპერტმა რომან გოცირიძემ გადაცემა “რეაქციის” ეთერში.

ფინანსისტის თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკისადმი წაყენებული ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ბანკმა გადამალა ფინანსური რეზერვები, არის უსაფუძვლო.
“საქართველოს ფინანსური რეზერვი არის 2,7 მილიარდი. 30 პროცენტი არის დაახლოებით 900 მილიონი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იგივე სქემა რომ გაიმეოროს, და გამოიტანოს 900 მილიონი, ლარს იგი გარკვეულ ნიშნულზე მართლაც დაიჭერს. თუმცა დაგვრჩებოდა 1,8 მილიარდი – 2 თვის იმპორტის დამაბალანსებელი. გარდა ამისა, ვიცით, რომ საგარეო ვალის მომსახურებისთვის დიდ თანხები იხარჯება და ა.შ.
რას ნიშნავს 900 მილიონის გაყიდვა – ეს ნიშნავს მიმოქცევიდან 1,6 მილიარის ლარის ამოღებას ძველი კურსით. ეროვნული ბანკი აკონტროლებს 5,5 მილიარდის ფულის მასას, რომელიც წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ გაზრდილა. ამას გამოკლებული ზემოთაღნიშნული თანხა, იგი დავა 3,9 მილიარდამდე. ანუ ეკონომიკაში იქნება სრული უძრაობა. ანუ მოხდება მშპ-ს ზრდის კორექტირება, იგი წავა მინუსებში, ბიუჯეტის დაახლოებით მილიარდიანი კორექტირება მოჰყვება, და წლის ბოლოს მივიღებთ კოლაფსს” – განაცხადა ეროვნული ბანკის  ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

banner
წინა სტატიაშისასწრაფო–სამედიცინო სამსახური თბილისის მერიის კომპეტენციაში გადადის?
შემდეგი სტატია28 თებერვლის ლარის კურსი