ეროვნული მუზეუმი – “არსენალის მთა ღამით” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობაა მუზეუმისთვის

ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი “არსენალის მთა ღამით” საჩუქრად შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ განაცხადებას ხელოვნების მუზეუმი ავრცელებს.
“დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისათვის ცნობილი გახდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი “არსენალის მთა ღამით” საჩუქრად გადაეცემა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის შემოწირულობა ჩვენი დაწესებულებისათვის, კერძოდ კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისათვის, რომელიც ფლობს ნიკო ფიროსმანის ყველაზე დიდ კოლექციას. ამ კოლექციის შექმნას საფუძველი დაუდეს ისეთმა დიდმა მოამაგეებმა, როგორებიც იყვნენ დიმიტრი შევარდნაძე და ძმები ზდანევიჩები”, _ ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ “არსენალის მთა ღამით” დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობაა მუზეუმისათვის. “მუზეუმის ყველა თანამშრომელი, კულტურული მემკვიდრეობის მცველები გულითად მადლიერებას გამოხატავენ ამის გამო”, _ აცხადებენ ხელოვნების მუზეუმში.

banner
წინა სტატიაშიხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
შემდეგი სტატიასაბანკო სექტორი ითხოვს, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა თავად საბანკო სფეროს მონაწილეობით წარიმართოს