ეროვნული გამოცდების ნაწერების შესწორების პროცესი დაიწყო

ეროვნული გამოცდები 2015 გრძელდება. დღეს აბიტურიენტები ზოგად უნარებში აბარებენ გამოცდას. პარალელურად კი საგამოცდო კომისიამ დაიწყო მუშაობა. კომისიის 200-ზე მეტი წევრი მთელი საქართველოდან უკვე ამოწმებს აბიტურიენტების ნაშრომებს.

არსებული ინფორმაციით გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისში გახდება ცნობილი, შემდეგ კი აბიტურიენტებს შედეგების გასაჩივრება შეეძლებათ. სააპელაციო კომისია საჩივრებს შეისწავლის და პროცესის დასრულების შემდეგ გამოცხადდება საბოლოო შედეგები.

საგამოცდო კომისიის მუშაობას დღეს ჟურანლისტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლოს შიგნით სტაბილურობა მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე: თუ რამე უფრო უკეთესს და რაციონალურ წინადადებას შემოიტანს ეროვნული ბანკი, ამას განვიხილავთ