ეროვნული გამოცდებიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი მოხსნეს

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა. როგორც ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა განუცხადა, აბიტურიენტს ჰქონდა ფოტოაპარატი-საათი, რომლის საშუალებითაც მან ტესტის ბუკლეტი და პასუხების ფურცელი გადაიღო.
“ეს დააფიქსირა მეთვალყურემ, ბუნებრივია ადმინისტრატორს მიაწოდა ინფორმაცია. ეს ყველაფერი ნამდვილად ასე აღმოჩნდა. გაფორმდა ოქმი, აბიტურიენტმა აღიარა, რომ ეს გააკეთა. სამწუხაროდ, წესების მიხედვით, ამ შემთხვევაში, აბიტურიენტი გამოცდიდან იხსნება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ამასთან, დილით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. აღნიშნული ფაქტი პატრულის მიერ ალკოტესტის მეშვეობით დადასტურდა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტით სუპერთასის ბილეტების გაყიდვა შეწყდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა