ეროვნული ბანკი მზად არის პროცესებში ჩაერიოს თუმცა ეს საზოგადოებას უფრო მტკივნეულად დააწვება-გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკი მზად არის პროცესებში ჩაერიოს თუმცა ეს საზოგადოებას უფრო მტკივნეულად დააწვება-გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკი მზად არის პროცესებში ჩაერიოს თუმცა ეს საზოგადოებას უფრო მტკივნეულად დააწვება-გიორგი ქადაგიძელარი დღითიდღე უფასურდება, ეროვნული ბანკი კი ვითარებას აკვირდება. “პოსტსკრიმპტუმთან” საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მზად არის პროცესებში ჩაერიოს, თუმცა ეს საზოგადოებას უფრო მტკივნეულად დააწვება.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, უკვე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება ეკონომიკას დაააზარალებს, შემცირდება ხელმისაწვდომობა სესხებზე, კიდევ უფრო მოიმატებს ისედაც მომატებული საპროცენტო განაკვეთი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი გუნდი აქტიურად აკვირდება ბაზარზე პროდუქტების ფასების ზრდას და იმ შემთხვევაში თუ ფასების ზრდა გადააჭარბებს განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს.

“სახეზე გვაქვს ეკონომიკური შოკის ნიშნები. იკლო გზავნილებმა, ტურიზმმა ექსპორტმა ამან ასახვა ჰპოვა ლარზე. გვაქვს სამი მიზანი-ფინანსური უზრუნველყოფა, ფასების ზრდა და დახმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე პროცესებმა სესხზე პროცენტი მნიშნველოვნად გაუძვირა. ფინანსური სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი. ეს ჩვენი მანდატია და რომ შეგვიძლია ეს არა ერთხელ დაგვიმტკიცებია. ყოველდღიურად ვაკვირდებით ფასებს და თუ საჭირო გახდება ჩავერევით იმ დონეზე რამდენადაც საჭირო იქნება. ჩარევის შედეგი იქნება ის რომ შემცირდება ფული, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება პროცენტის ზრდა სესხებზე, ნაკლებ ხელმისაწვდომი გახდება სესხი,”- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა “რუსთავი2-ის” პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიიურმალა „ახალი ტალღის“ გარეშე– რუსებს გერმანელები შეცვლიან?
შემდეგი სტატია,,ყველა ქართველი დღეს უკრაინასთანაა,, აცხადებს პრეზიდენტი მარგველაშვილი