ეროვნული ბანკის შეუსაბამო კურსები

11005937_415823358577857_639592366_nსაქართველოს ეროვნულ ბანკში აშშ-ს დოლარისა და ევროს კურის ცვლილებას იმდენად გაფაციცებით ადევნებენ თვალს, რომ სხვა ვალუტის კურსის ცვლილებაზე ან არ რეაგირებენ ან შეცდომები მოსდით.

დღეს  21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე 1 აშშ-ს დოლარის ღირებულება – 2.1771 ლარს უდრის, ხოლო იმავე საიტის მონაცემებით 1 აზერბაიჯანული მანათი – 2.7737 ლარი ღირს, მაშინ როცა აზერბაიჯანული მანათის გაცვლითი კურსი აზერბაიჯანული ცენტრბანკის მონაცემებით 21 თებერვლისთვის 1 აშშ-ს დოლარზე – 1,05 მანათია. მანათი ამ წუთისთვის აშკარად დოლარზე ნაკლები ფულადი ერთეულია და საქართველოს ეროვნული ბანკი კი მასზე ევროზე გაცილებით მეტ თანხას  ითხოვს.

თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, კომენტარი ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს ვთხოვეთ. ,,ამის მიზეზი შეცდომა ან უყურადღებობა შეიძლება იყოს,, განაცხადა ,,თაიმერთან,, საუბარში დემურ გიორხელიძემ. 11003918_415824071911119_1312480883_n

banner
წინა სტატიაშიმურმან დუმბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გადადგომას ურჩევს კოალიცია “ქართული ოცნება” კი პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს
შემდეგი სტატია“გატარდება ღონისძიებები, რომელიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით გასატარებელი იქნება”