“ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არ დასმულა და არც განიხილება”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის იმპიჩმენტის საკითხი არ დასმულა და არც განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
ტყემალაძემ იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მექანიზმი დანაშაულის გამოკვეთის ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული.
ამასთან, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლარის კურსის დასტაბილურებასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა იმ ღონისძიებების გატარება დააგვიანა, რაც მისი მხრიდან უნდა გატარებულიყო.
“ეროვნულ ბანკს გააჩნია სათანადო ბერკეტები, როცა საშინაო თუ საგარეო ფაქტორებით გამოწვეული პრობლემი იქმნება, თავის დროზე აამუშავოს”, – აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

banner
წინა სტატიაშიროდის აპირებს პოლიტიკიდან წასვლას დავით საგანელიძე?
შემდეგი სტატიაეროვნული თავდაცვის აკადემიის 119 იუნკერი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა