„ეროვნული ბანკის გახლეჩვის მცდელობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას,“ – სერგო რატიანი

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

„ეროვნული ბანკის გახლეჩვის მცდელობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას,“ – ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი პარლამეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს ქმნის კორუფციის საფრთხეს რომელიც ისედაც არსებობს ივანიშვილის პირობებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებულ განცხადებებს, იმასთან დაკავშირებთ, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ასოცირების შეთანხმებასთან შეუსაბამოა, კანონპროექტის ერთერთი ინიციატორი ნოდარ ებანოიძე გამოეხმაურა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე აცხადებს, კანონპროექტში არ არის არაფერი ისეთი, რაც შიეძლება ეწინააღმდეგებოდეს ასოცირებს ხელშეკრულების რომელიმე მოთხოვნას.

„არიან ქვეყნები, ევროკავშირის წევრები, სადაც საზედამხედველო ორგანი არის გამოყოფილი. ზოგადად ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, ჩვენ პირობებში რამდენად სწორია ან როგორი ფორმა სჯობს,“ – განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.

banner
წინა სტატიაში„დაამსხვრიე სტერეოტიპები“ – სტუდენტური ოლიმპიადა სამოქალაქო აზროვნებაში
შემდეგი სტატიაგოგა ხაინდრავას წინააღმდეგ ეკა გიგაურის სარჩელის განხილვა უახლოეს 10 დღეში ჩაინიშნება