ერთ წელში ინფლაციის დონემ 5,8% შეადგინა

1 წელში საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელმა 5,8% შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე კი აღნიშნულია, რომ 2015-16 წლებში საქართველოში მიზნობრივ ინფლაციად 5%-ია განსაზღვრული. აღნიშნული მაჩვენებელი კი 0,8 პროცენტით აღემატება განსაზღვრულს.

ინფლაციის მაჩვენებლის ზრდამ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია.

განსაკუთრებით გაიზარდა ფასები ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე 13.5 %. ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე სახლის მოვლის საშუალებებზე კი 13.1 %, 11% გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვაზე. წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე კი 8,2 %. სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6,5 %.

ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გასული წლის განმავლობაში 4.8% იყო. 2013 წელს კი 0.6 %.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამამუკა გორგოძე მსოფლიო რაგბის “საოცნებო გუნდის” წევრად დასახელდა