ერთმორწმუნე რუსები ცხინვალის ცენტში რუსულ ეკლესიას აგებენ

რუსეთის ეკლესია

რუსეთის მარლთმადიდებელი ეკლესია, მარლთმადიდებლობის აღორძინების ფონდის მეშვეობით ცხინვალის ცენტრში, გადამწვარი მეოთხე სკოლის ტერიტორიაზე, ერთ ჰექტარ ფართობზე რუსული ეკლესიის აგებას გეგმავს… ამის შესახებ ,,ეხო კავკაზას,, ცხინვალელი კორესპოდენტი იტყობინება.

ოსი პოლიტოლოგის დინა ალბოროვას განცხადებით, ცხინვალში არც ისე ბევრი ადგილია სადაც მოსახლეობას და ახალგაზრდებს შეუძლიათ დაისვენონ და როცა ამხელა პროექტი შენდება, ხელისუფლება მოსახლეობას უნდა დაეკითხოს… რადგან ისისნი ხალხის მსახურები არიან… ,,თუმცა ჩვენთან ყველაფერი უკუღმა ხდება,, აცხადებს ალბოროვა.

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,შენი არჩევანი-ოსეთის,, ხელმძღვანელი ალან ჯუსოევის აზრით, ძალიან კარგია რომ ცხინვალში რუსული ეკლესია შენდება, თუმცა მან არ იცის რამდენად კარგი გადაწყვეტილებაა რელიგიური დაწესებულების სკოლასთან, ბიბლიოთეკასთან და ბაზართან ერთად განლაგება.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში LGBT პირებს აღლუმიდან პირდაპირ ჯარში გაიწვევენ
შემდეგი სტატიარუსთავის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება