ერთი ქილა ერბო, ოქროს თევზი, ნატვრის თვალი, ერთი ტომარა ყოველ ოჯახს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან –ნუკრი კანთარია

რაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა, ფასი არ მოუთხოვიაუფასო ფულს სჯობს, მუქთა ფული იყოს, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “უფასო ფულის შესახებ” პროექტის განხილვისას გააკეთა.
ქანთარიამ პროექტის ავტორსა და ინიციატორ გოგა ხაჩიძეს რჩევა მისცა, რომ სჯობს, პროექტი პაკეტის სახით იყოს წარმოდგენილი და ამ მიმართებით რამდენიმე ახალი წინადადება შესთავაზა.
“უფასო ფულის შესახებ პროექტი პაკეტში უნდა იყოს – მას დავამატებდით პროექტი ერთი ქილა ერბოს შესახებ, ოქროს თევზის შესახებ, ნატვრის თვალის შესახებ, ერთი ტომარა ყოველ ოჯახს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და ასე შემდეგ. რაც შეეხება თავად უფასო ფულს, მინდა გაგახსენოთ, რომ იმისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის გააკეთა, ფასი არ მოუთხოვია”, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და ამ კონტექსტში იმ პროექტებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელება ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.
ქანთარიამ უმცირესობის მისამართით ისიც განაცხადა, რომ რაც არ უნდა პრობლემები იყოს ქვეყანაში, ამით “ნაციონალური მოძრაობა” მაინც ვერ იხეირებს და სარგებელს ვერ მიიღებს.
პარლამენტი ე.წ. უფასო ფულის ინიციატივაზე მსჯელობს. განხილვის საგანი “უფასო ფულის შესახებ” დეპუტატ გოგა ხაჩიძის მიერ ინიცირებული პროექტია.
ხაჩიძის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბანკებიდან მიღებული ფინანსური რესურსის ხარჯები მთლიანად საპარტნიორო და საინვესტიციო ფონდებიდან დაიფარება. უფასო ფულით სარგებლობის ფარგლებში, ბანკის მიერ გაცემული თანხა 2 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.
პროექტის მიხედვით, “უფასო ფულის შესახებ” კანონპროექტი 2015 წლის 1-ელი აპრილიდან 2030 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქის ქალაქი ჩერნუხინო დატოვა
შემდეგი სტატიაზუგდიდში ოკუპაციის კვირეული დღეს გაიხსნება