“ერთი-ორი მინისტრის გამოცვლა ბუნებრივი პროცესია,” – ზვიად კვაჭანტირაძე

ამ ეტაპზე ჯერ კიდევ უცნობია ვინ შეიძლება დასახელდეს ელგუჯა ხოკრიშვილის შემცვლელად. საკანონმდებოლო ორგანოში დეპუტატები ამ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა, პარლამენტში უკვე კეთდება შეფასებები.

უმრავლესობის წევრების ნაწილისთვის ხოკრიშვილის გადადგომა მოულოდნელი იყო. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ბოლო დროინდელი საკადრო გადაადგილებები ღარიბაშვილის გუნდის ჩანაცვლებას, უმრავლესობის თქმით, მათთვის მსგავსი რამ უცნობია.

ხომ არ შეიძლება ეს იყოს „ქრონიკა +“-ის მიერ გავრცელებულ ცნობაზე, რომ ხოკრიშვილსა და ჯანყარაშვილს ქონდათ საერთო ფინანსური ინტერესები, უმრავლესობის წევრები ამ ინფორმაციის დაკონკრეტებისგანაც თავს იკავებენ.

“დღევანდელი ყველა მინისტრი ირაკლის თანაგუნდელად ითვლება და ერთი-ორი მინისტრის გამოცვლა ბუნებრივი პროცესია”, – აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე.

განიხილეს თუ არა ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის საკითხი გუშინ გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, ეს საკითხი ჯერ არ არის ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელთა ქართველი მეთაური ქართველ მეომრებს საკუთარ ბატალიონში ეპატიჟება
შემდეგი სტატია,,მდინარის ერთ მხარეს არის ყველა და მეორე მხარეს არის ივანიშვილ-ღარიბაშვილის დუეტი”