ერთი თვე ტრაგედიიდან – ჯანდაცვის მინისტრი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მადლობას უხდის

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.

მინისტრის მადლობა დაიმსახურეს ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმაც.

“დიდი მადლობა თბილისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, ექიმებს, ექთნებს, მძღოლებს, ტექნიკურ პერსონალს, დისპეჩერებს ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც რეალურად 24/7-ის პრინციპით მუშაობდნენ,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიერთი თვე 13 ივნისიდან – “უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, რომ პრობლემები არ შეგვიქმნას,”- გიგლა აგულაშვილი
შემდეგი სტატიაერთი თვე 13 ივნისიდან – კახა კალაძე მოხალისეებს მადლობას უხდის