„ერთი ვეფხვის და ერთი ჭრელი აფთარის ადგილსამყოფელი არ არის დაზუსტებული“

საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ერთი ვეფხვის ლეშის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ არ მომხდარა.

როგორც გიორგობიანმა განაცხადა, ზოოპარკში ახლა მიმდინარეობს ძიება, თუ რამდენი ლეშია იდენტიფიცირებული, რამდენი ცხოველი გადარჩა და რამდენი გადაიყვანეს ვოლიერებში.
„მას შემდეგ, რაც ვოლიერების გაწმენდა ხდება, აღმოჩნდა, რომ 2 ვეფხვის ლეში აკლდა. ერთი ვეფხვი ლიკვიდირებულია დღეს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მეორე კი ჯერ არ არის მოძიებული. ახლა მიმდინარეობს ვოლიერების ტექნიკური გაწმენდა და ქალაქში, პარალელურად, მერიისა და შს სამინისტროს საგანგებო სამსახურები მთელს ქალაქში პატრულირებენ და ცხოველს ეძებენ. ასევე, იდენტიფიცირებული არ არის ერთი ჭრელი აფთარი“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისი თქმით, თუ ვინ მიაწოდა შსს-ს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა ცხოველი იდენტიფიცირებულია, დგინდება.
„როგორც შსს-ს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ზოოლოგიური პარკიდან ჰქონდათ აღნიშნული ინფორმაცია ამ სახით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გადამოწმება და დადგენა“, – განაცხადა გიორგობიანმა.
banner
წინა სტატიაში„მე მინდა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლა არა 2016 წელს, არამედ ხვალ განხორციელდეს“
შემდეგი სტატიაშსს-მ სტიქიის შედეგად გარდაცვლილ და დაკარგულ პირებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო