“ერთი–ერთში” არიან სააკაშვილი და ხიდაშელი, რაც სააკაშვილს “ნაფრენი” აქვს, იმაზე მეტ “ფრენას” აპირებს ხიდაშელი” – ჯუმბერ კირვალიძე

პაგონიანების ბეზპრედელი" ისევე უნდა აღიკვეთოს, როგორც "ქურდული სამყაროს" პარპაში" – ჯუმბერ კირვალიძეგუშინ, ბრიუსელიდან სატელევიზიო ჩართვის დროს, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა (ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, “გულმოცემულმა”), – “რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვისო”. – მინდა შეგახსენოთთ, რომ სხვას კი არაფერს ამბობდა სააკაშვილი, რითაც რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას “უფრიალებდა წითელ ნაჭერს”, რამაც კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანა საქართველო 2008 წლის აგვისტოში! მოწოდებით უფლებადამცველი, იურისტი ხიდაშელი, ეტყობა ცუდად ერკვევა თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურ–დიპლომატიურ სტრატეგიაში, რის გარეშეც წარმოუდგენელია დიდი პოლიტიკის ლაბირინთებში გარკვევა და მრავალუცნობიანი ურთულესი ამოცანების ამოხსნა. ამიტომ, როგორც ჩანს, იგი ვერ გასცდა სააკაშვილის მიერ “დაკანონებულ” რიტორიკას და საერთოდაც, იგი “მოწაფედ” გამოიყურება სააკაშვილი – “პედაგოგის” ფონზე.

ასე რომ, მინისტრ ხიდაშელის რიტორიკა, რუსეთისთვის სააკაშვილის მიერ “დაყენებულ პოლიტიკურ–სტრატეგიულ ოპტიკურ სამიზნეს”, უფრო “გამოკვეთილად აზუსტებს” დიახ, მინისტრმა ხიდაშელმა ისიც ბრძანა, რომ “იგი თვითმფრინავიდან არ ჩამოვა და ერთ წელზე მეტ ხანს იფრენს ევროპის დედაქალაქებში”, ოღონდაც დაარწმუნოს ნატოს წევრი სახელმწიფოების პირველი პირები, რომ მათ ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტზე საქართველოს მაპი მიანიჭონ. კი მაგრამ, ეს ხომ “გავლილი იგავია” ჩვენთვის, მერამდენედ უნდა “მოგვიყვეს” ამას ქ–ნი მინისტრი? ესეც რომ არ იყოს, რაც სააკაშვილს “ნაფრენი” აქვს, იმაზე მეტ “ფრენას” აპირებს ხიდაშელი? და რა, შედეგი რა იქნება? უფრო მეტ “ევროპულ ქალაქს ნახავს” ხიდაშელი, ვიდრე სააკაშვილი. ხომ გეუბნებით, “ერთი–ერთში” არიან სააკაშვილი და ხიდაშელი, ეს კი, უწინარესად ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დეოკუპაციის და რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას! ჰოდა, სხვა რა დარჩა, საქართველოსთვის ეს სამი საკითხია უმთავრესი (სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად)! მოკლედ, ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ სამი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხიდან, ასეთი “უცვლელი” რიტორიკით ვერცერთს ვერ გადავწყვეტთ, მეტიც, “ახალ პრობლემებს გავუჩენთ” ქვეყანას!!!…–აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე

banner
წინა სტატიაშისოხუმის რკინგზის სადგურზე ახალი რუსული რეისი ჩამოდგა
შემდეგი სტატია,,ძველებურად ცხოვრება უკვე აღარ გამოვა,, მიხეილ სააკაშვილი