,,ერთი დღით მაინც შეწყვიტეთ მაცდუნებელი თვითპიარი და დადუმდით,,

javakhia,,ილიაუნის,, პროფესორი ბეჟან ჯავახია, ქვეყნისთვის მძიმე დროს საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებში თვითპიარის ელემენტებს ხედავს და ამ ხალხს დადუმებისკენ მოუწოდებს…
,,სამძიმრის თქმაც მიჭირს, მართლაც დიდი უბედურებაა ჩვენს თავს. შეძრული ვარ არამხოლოდ ამ დიდი ტრაგედიის გამო, არამედ იმითაც, რომ თუ როგორია გამოხმაურება ხალხის გარკვეული ნაწილის. დღემდე ერთი რამე მაინც გვაკავშირებდა, – უბედურების ჟამს შეგვეძლო გაერთიანება. როგორც ჩანს უფრო სასტიკი გახდა საზოგადოება, განსაკუთრებით პოლიტიკური მხარდაჭერის ჟინით შეპყრობილ ე. წ. ინტელექტუალებს და გაბრწყინების მოლოდინში მყოფ ცნობად სახეებს (მუდმივად ხელისუფლებების თავის მოქონვით გატელევიზორებულთ) ვთხოვ, ერთი დღით მაინც შეწყვიტონ მაცდუნებელი თვითპიარი და დადუმდნენ. ჩვენ თქვენ “გვემახსოვრებით” მუდმივად! თქვენც დაიმახსოვრეთ ბოღმა კლავს. დრო კი ულმობელია, თავის სიმართლეს ყოველთვის იტყვის, თქვენ კი ამაოდ ირჯებით!!! ურთიერთბრალდების დრო დღეს ნამდვილად არაა,, წერს ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაინფორმაციო სააგენტო «თაიმერი»-ის განცხადება