ერთი დოლარის ღირებულება ოფიციალურად 2.3336 ლარი გახდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან მიმართებაში ისევ მცირედით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უცხო ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 2.3336 ლარი ეღირება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3271 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.6342 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2.6005 ლარს შეადგენდა.

ასე რომ, ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ყიფიანის ქუჩიდან ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთი ხვალიდან 15 დღით დაიკეტება
შემდეგი სტატია“მალე ვაზაგაშვილის გზას დაადგები” – სამართალდამცავთა ლიგის დამფუძნებელს ემუქრებიან