ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3915 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3915 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3915 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7203 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7222 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიPlayboy შიშველი ქალების ფოტოების გამოქვეყნებას შეწყვეტს
შემდეგი სტატიაბრიტანელს საუდის არაბეთში გაამათრახებენ