ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4161 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3640 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0521 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7701 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7162 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0539 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიდღეს, 10 მილიონ რუბლზე მეტი მოიპარეს გაგრის ბანკიდან
შემდეგი სტატიაიუსტიციის სახლის სახურავის ნაწილი შესაძლოა ჩამოინგრეს