ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2521 ლარია

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2521 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2521 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.2477 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4938 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5145 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0207 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიდავით დონდუა: დონალდ ტუსკის ვიზიტის ახალი თარიღი უახლოს დღეებში შეთანხმდება
შემდეგი სტატიაპარიზთან მაღაზიას თავს დაესხნენ