ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2492 ლარი გახდა

ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2492 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2492 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2426 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5252 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5449 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0197 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიფოთის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნის ღონისძიება ერთი თვით გადაიდო
შემდეგი სტატია“ოჯახური მდგომარეობის” გამო გაცდენა დეპუტატებს აღარ ეპატიებათ