ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3087 ლარი გახდა

ერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3087 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 29 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3087 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2852 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0235 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, 29 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.5239 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4760 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0479 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები: თუკი ზურგი გტკივათ, ესე იგი „შიმპანზეს ხერხემალი“ გაქვთ
შემდეგი სტატიაერთადერთი, რაც მოახდინა მთავრობამ, თითოეულ ოჯახში შეიტანა გაუარესება-დავით ბაქრაძე