ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2432 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2432 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2432 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2431 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5368 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5556 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0188 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშისპეციალისტების ინფორმაციით, ახალდაბის ტერიტორიაზე ჯილეხის დაავადების კერები არ დაფიქსირდა
შემდეგი სტატია22 ათას მომხმარებლს ელექტრომომარაგება აღუდგა