ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3864 ლარია

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3864 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3864 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7102 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7123 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: გიორგი ბადაშვილი წარმატებული მთავარი პროკურორია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს პასუხობს და შეხვედრას სთავაზობს