“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

2015 წლის 24 მარტის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საზოგადოებას გააცნო ფაქტი თუ როგორ გადასცა სახელმწიფო მის კუთვნილებაში არსებული 2,5 მილიონ ლარად შეფასებული უძრავი ქონება (ქალაქ გარდაბანში, კაპანახჩში მდებარე 350 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს ,,საქართველოს სათბურის კორპორაციას“ (ს/კ 404469865), რომლის 100% წილის მფლობელი შპს „ჯი სი ეფ პარტნიიორებია“. თავის მხრივ „ჯი სი ეფ პარტნიორის“ მფლობელები 2013 წლის 25 მაისს დაფუძნდა და დღეს მის 50-50% ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და თანაინვესტორების ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი ბაჩანაშვილია, ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორიცაა.

საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უძრავი ქონება ქონება გადაცემა მომავალი საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ მოხდა და ჩადებული ინვესტიციების დასადასტურებად გამართული სასათბურე მეურნეობა წარმოგვიდგინეს.

დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ უფასოდ გადაცემული 2,5 მილიონიანი უძრავი ქონების გარდა უჩა მამაცაშვილის მმართველობის მქონე ორგანიზაციამ სწორედ წარმოდგენილი სასათბურე მეურნობის გამართვისათვის სახელმწიფომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მეშვეობით შეღავათიანი კრედიტი გადასცა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

მარტივად, რომ ვთქვათ მოსახლეობის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ბიძინა ივანიშვილმა არა თუ არ დააბანდა საქართველოს ეკონომიკაში საკუთარი თანხები, არამედ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გამოყენებით ერთ ლარად ჩაიგდო ხელში ორ მილიონ ნახევარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტების პროგრამის მეშვეობით მომგებიანი ბიზნესის განვითარებისთვის დამატებით 5 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიიღო.

ეს არ არის ერთადერთი მაგალითი, როდესაც უჩა მამაცაშვილთან ასოცირებულმა ორგანიზაციამ სიმბოლურ ფასად მიიღო სახელმწიფო ქონება.
2015 წლის 15 იანვარი საქართველოს მთავრობამ დადგენელიბეთ #8 მიიღო გადაწყვეტილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე 126 481 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №40.07.32.076) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აბაშის რძის ქარხანას“ (ს/კ №422431023).
მნიშვნელოვანია, რომ გადაცემამდე მიწას შეუცვალეს სტატუსი სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო სამეურნეოთი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულების და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ კანონში 2013 წელს მიღებული ცვლილებების თანხმად გამოცხადებული მოროტორიუმი მსგავს ცვლილებებზე და მისი განხორციელება მხოლოდ სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი საჭიროებით იყო შესაძლებელი.

აბაშის რძის ქარხნის 100% მფლობელია შპს ქართული რძე, თავის მხრივ მისი 100% მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან აგრო დეველოპმენტი, რომლის მფლობელი ჯერ ზემოთაღნიშნული შპს „ჯი სი ეგ პარტნიორები“ იყო. შემდგომში კომპანიამ თავისი წილი გადასცა ლუქსემბურგის კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“, რომლის წარმომადგენელი სწორედ უჩა მამაცაშვილია.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმას თუ როგორ უქმნის ბიძინა ივანიშვილის მთავრობა სასათბურე პირობებს თავის ნათესავებსა და ახლობლებს, მაშინ როდესაც მათი პოლიტიკის შედეგად გაჩერდა საქართველოს ეკონომიკა, გაირღვა სახელმწიფო ბიუჯეტი, გაუფასურდა ლარი, შემცირდა სამუშაო ადგილები და ამ ყოველივემ გამოიწვია მოსახლეობის მასობრივი გაღარიბება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: შალვა აბულაძის ძებნის ოპერაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს გენინსპექციამ ორი ნოტარიუსი პასუხისგებაში მისცა