„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოზურგეთში, პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების – ილია მალაზონიას, ბესო ქათამაძისა და დათო მჟავანაძის დააკავებას არაკონსტიტუციურად აფასებს.
მიგვაჩნია, რომ პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარტიის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი ბანერი, წარწერით – „მატყუარა მთავრობა“, იყო მხოლოდ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ამ მიზეზით მათი დაკავება კი, კანონის უხეში დარღვევა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი დაანებოს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პირები.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინფორმაციით, ამავე ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს, ოზურგეთში დღის 12 საათზე, სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, რათა პრემიერის მოსახლეობასთან შეხვედრას მასწავლებლებიც დასწრებოდნენ-აღნიშნულია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა აბაშაში– დაღუპულია ენერგო–პრო ჯორჯიას თანამშრომელი ბესიკ უჩანეიშვილი
შემდეგი სტატიაიანვარ-აგვისტოში, რუსეთის მიმართულებით მგზავრთა ნაკადი 92 პროცენტით გაიზარდა