ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოშია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოშია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოშია. ტვირთი რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა.

ტესტებს ტერმინალიდან ეროვნული ბანკის საცავსა და რეგიონების პოლიციის სამმართველოებში გადაიტანენ. თავად საგამოცდო ცენტრებს კი, ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდებათ.

რეგიონებში დალუქული ყუთების ტრანსპორტირების უსაფრთხოებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. საგამოცდო ტესტები ბრიტანულმა კომპანიამ ”სტივენ ოსტინმა” დაბეჭდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: პირველი შემთხვევაა, როდესაც შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებით არ არიან დაკავებულები
შემდეგი სტატიაკრიზისების მართვის საბჭოს წევრები პატრიარქს შეხვდნენ