ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დასრულდა.
როგორც “თაიმერს” შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ბოლო მონაცემებით რეგისტრირებულია 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, 4 000 – ზე მეტი აპლიკანტი სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის და 12 500 – ზე მეტი კანდიდატი საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის.
ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა თუ შეცვლის შესაძლებლობა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ექნებათ.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 10 თებერვალს 10:00 საათიდან დაიწყო და 17 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდა. აპლიკანტებმა რეგისტრაცია ინტერნეტით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაიარეს (www.naec.ge; online.naec.ge).
2015 წლიდან არჩევითი საგნების ჩამონათვალს დაემატა სამოქალაქო განათლება.
სიახლეა გეოგრაფიის გამოცდაშიც: ტესტირებისათვის განკუთვნილი დრო 3 საათიდან 2 საათი და 30 წუთამდე შემცირდება. ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 (ნაცვლად 70 ქულისა). ისტორიის ტესტი კი 70 ქულიანი იქნება ნაცვლად 80-ისა. არ შეიცვლება გამოცდის ხანგრძლივობა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას მიიღებს
შემდეგი სტატიაფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არ ეთანხმება