“ერთადერთი, რაც გულზე მომეშვა, ისაა, რომ საზოგადოებამ შეიტყო, ჩემი შვილი ყაჩაღი არ იყო”

ზურაბ ვაზაგაშვილის დედის ციალა ვაზაგაშვილის განცხადებით, ყველა მკვლელი დაკავებული არ არის.

მისი თქმით, ოჯახმა და იური ვაზაგაშვილმა 8 წლის წინ იცოდა, ვინ იყვნენ მკვლელები, ვინ მოახდინა საკონტროლო გასროლა და ა.შ.
“ამას იძახდა ჩემი მეუღლე 8 წელიწადი. ჩემთვის დღეს ახალი არაფერი თქმულა. ვიცოდი ვინ ჩაატარა სპეცოპერაცია და ვინ ესროლა საკონტროლო, რომ იყო განზრახ მკვლელობა და საყაჩაღოდ არ მიდიოდა. ჩემი შვილი არ იყო ყაჩაღი. ერთადერთი, რაც გულზე მომეშვა ისაა, რომ საზოგადოებამ შეიტყო ეს. დანარჩენი სიხარული მე არ გამაჩნია იმიტომ, რომ ჩემი ქმარი რაზეც წვალობდა, ამას ვერ მოესწრო. ყველა მკვლელი არაა დაპატიმრებული. მაგალითად დალაქიშვილი, ხიზანიშვილი, ლომიძე 10 გამომძიებელი იყო, ვინც გააყალბა საქმე, მათ შორის თედო შონიაც. თანდათანობით ალბათ, აიყვანენ და იმედი მაქვს პროკურატურის”, – განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა.
ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი კი იმედოვნებს, რომ საქმე სრულყოფილად იქნება გამოძიებული და არა ზედაპირულად.
banner
წინა სტატიაში„რუსეთი ელის, რომ სანქციებზე უარს ვიტყვით, ეს არის ის, რაც საქართველოში ომის შემდეგ გავაკეთეთ“
შემდეგი სტატია“ფეისბუქზე” ახალი ვირუსი იგზავნება