“ერთადერთი ახსნა თქვენს დაწინაურებაში ისაა, რომ თქვენი დასაცავი ობიექტი ბიძინა ივანიშვილი იყო”

მ წუთებში ვახტანგ გომელაურს პარლამენტში უსმენენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხზე რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხომაზე მსჯელობენ. გომელაური დეპუტატებს სამომავლო გეგმებს აცნობს. კენჭი კი მის კანდიდატურას უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ.

ოპოზიცია გომელაურის კანდიდატურას არ ეთანხმება. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ გომელაური ამ პოსტზე არის შეუფერებელი კანდიდატურა.

აკაკი მინაშვილის შეფასებით, კანდიდატმა საერთოდ არ ახსენა რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, რომელიც ერთერთი მთავარია. დეპუტატმა ასევე ვახტანგ გომელაურს შეახსენა ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ შსს-ს მაღალჩინოსანმა ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების გავლით დატოვა და წაიღო საკმაოდ მნიშვნელოვანი მასალები.

“ერთადერთი ახსნა თქვენს დაწინაურებაში არის ის, რომ თქვენი დასაცავი ობიექტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი,” – ასე მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ვახტანგ გომელუარს.

უმრავლესობის წარმომადგენლის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ შსს-ს რეფორმით პირველ რიგში დაშალა დიდი მონსტრი, სადაც იყო ძალიან დიდი ძალაუფლება, კონცენტრირებული, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე იმართებოდა პოლიტიკური მიზნებისთვის.

banner
წინა სტატიაშიგითანაგრძნობთ, თქვენი შვილის მკვლელობის გამო -მოსამართლე ცისანა ვაზაგაშვილს
შემდეგი სტატიაკომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ვახტანგ გომელაურს უსმენენ დაპირისპირება მოხდა