“ერეკლე მეორეს საზოგადოების” ინიციატივა და მუხრან ბურჭულაძის პასუხი–”გაიშნიკი”, “ვილკა რიუმკა” და “ჟიგული”

ევროაზიური არჩევანის და “ერეკლე მეორეს საზოგადოების” ინიციატივით, 24 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება – ამის შესახებ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ნატოს სასწავლო ბაზების გაუქმება, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადება იქნება.
არჩილ ჭყოიძის ამ განცხადებას ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ მუხრან ბურჭულაძე გამოეხმაურა:"გაიშნიკი", "ვილკა რიუმკა" და "ჟიგული"

” სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტში კაციშვილს არ გახსენებია საკანონმდებლო დონეზე, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისა თუ საბჭოთა ან ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებისთვის სანქციების დაწესება. დემოკრატიული სახელმწიფო ცხადია უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული მოქალაქის თავისუფლებას, მაგრამ თავისუფლებას აქვს ჩარჩოები, რაც ჯერ არ გაგვიაზრებია, რადგან არც არავის უზრუნია ამაზე.ეს “ორგანიზაციები” წაახალისა სწორედ სახელმწიფოს ოფიციალურმა პოზიციამ და ნუ გაგვიკვირდება უარესიც.

ნუთუ არავინ მიაქციეთ ყურადღება თავდაცვის მინისტრის განცხადებას, ის არც აპირებდა ქართველი ხალხისთვის ეთქვა, რომ ნატო ზრუნავს და იზრუნებს საქართველოს უსაფრთოების უზრუნველყოფაზე, რომ არა თავად სტუმრების განცხადება. ეს იყო მთავრობის მხრიდან მარტივი ვირეშმაკობა, რომ გაამართლონ მითი, თითქოს არავინ ფიქრობს საქართველოს უსაფრთხოებაზე და სურთ ამით ჩვენს ხალხს დაუცველობის განცდა შეუქმნან. აქედან უნდა დავასკვნათ საიდან ფინანსდებიან და რით სულდგმულობენ ანტიქართული ჯგუფები.

ზოგმა ჭურიდან ახლა ამოყვინთა და ვერ ხედავს, რომ რუსეთი საქართველოში სამუდამოდ დამარცხდა, არავის უნდა “გაიშნიკი”, “ვილკა რიუმკა” და “ჟიგული”. პრობლემები კი რომელსაც რუსეთი გვიქმნის, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ ჩვენი მეგობრების დახმარებით, მაშინ როდესაც ეროვნულ ძალებს გვექნება ხელისუფლება”–აცხადებს ეროვნული ცენტრის თავმჯდომარემ მუხრან ბურჭულაძე

banner
წინა სტატიაშითურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას გეგმავს