სომხეთის დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის გაიაფების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.
სამართალდამცველების განცხადებით, მომიტინგეთა წინააღმდეგ ამ ეტაპზე რაიმე სახის ღონისძიებების გამოყენება არ იგეგმება, რადგან საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. თუმცა, ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, მიტინგი უკანონოა, რადგან ორგანიზატორებს მისი გამართვის დამადასტურებელი მერიის სათანადო ნებართვა არ გააჩნიათ.
ამავდროულად პოლიციაში განაცხადეს, რომ დღევანდელი მიტინგი ყველაზე მრავალრიცხოვანია წინა დღეებთან შედარებით.