ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა

ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა

ერევანში საპროტესტო აქციები განახლდაერევანში პოლიციამ აქციის მონაწილეები ბაგრამიანის პროსპექტიდან გაყარა.
რუსული მედიის და საინფორმაციო სააგენტოების განცხადებით, პოლიცია დაუმორჩილებლობისთვის იჭერს ყველას, ვინც მის ბრძანებას არ შეასრულებს. დაკავებულია დაახლოებით 9 ადამიანი.
სამართალდამცველების განცხადებით, მოედნის განთავისუფლებამდე ნახევარი საათით ადრე მათ მომიტინგეები გააფრთხილეს გეგმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებს გზა უნდა გაენთავისუფლებინა და თავისუფლების მოედანზე გადასულიყვნენ.
გუშინ პოლიციამ დემონსტრანტებს მოედნის გასანთავისუფლებლად დრო დაუთქვა – შაბათს დილის 05.00 საათამდე.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “არა ძარცვას” აქტივისტებმა საპროტესტო აქციები პარასკევს აღადგინეს.
სომხეთში ელექტროენერგიაზე ტარიფების მატების გამო საპროტესტო აქციები ივნისში დაიწყო. მოქალაქეები 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის საფასურის 16,5%-ით გაძვირებას აპროტესტებენ.

banner
წინა სტატიაშისაუდის მთავრობა ამწეს მეჩეთზე დაცემას ძლიერ ქარს აბრალებს
შემდეგი სტატიაამერიკელი ბოქსიორი როი ჯონსი რუსეთის მოქალაქე გახდა