ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ტყვეობიდან რამდენიმე ათეული ადამიანი გაათავისუფლეს

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ლიბანში ორი ტყვე გაანთავისუფლა

ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ტყვეობიდან რამდენიმე ათეული ადამიანი გაათავისუფლეს. როგორც “ბიბისი” წერს, ოპერაცია აშშ-ისა და ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს.
პენტაგონის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 70-მდე ადამიანი, მათ შორის ერაყის უშიშროების სამსახურის 20 თანამშრომელი, სუნიტი არაბები და “ისლამური სახელმწიფოს” ის მებრძოლები, რომლებსაც, ჯაშუშობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.
ოპერაციის ჩატარების დროს ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის აშშ-ის პირველი დანაკარგი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კამპანიის დაწყების შემდეგ.
ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰავიჯას სიახლოვეს ჩატარდა. პენტაგონის ინფორმაციით, “ისლამური სახელმწიფოს” 5 მებრძოლი დააკავეს, რამდენიმე კი მოკლეს.
როგორც “ბიბისის” ქურთულმა წყარომ განუცხადა, სინამდვილეში ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა 17 ტყვე გაათავისუფლეს, ყველა მათგანი “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო. წყაროს თანახმად, ოპერაციის მიზანი იმ ისლამისტების გათავისუფლება იყო, რომლებმაც “ისლამური სახელმწიფოს” დავალებების შესრულებაზე უარი თქვეს.

banner
წინა სტატიაში,,პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საკითხის ერთობლივი განხილვა და კონსენსუსის მიღწევა”
შემდეგი სტატია„ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისათვის, ყოველდღიურად იდგმება ნაბიჯები“