ერაყის ქურთისტანში რუსული ფრთოსანი რაკეტები დააფიქსირეს (VIDEO)

ერაყის ქურთისტანის შეიარაღებული ძალების ,,ფეშმერგას,, საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსული ფრთოსანი რაკეტის მათ ტერიტორიებზე გადაფრენაა დაფიქსირებული….

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ფრთოსანი რაკეტები სირიაში ისლამისტების პოზიციების დასაბომბად მიემართებოდნენ…. რაც რუსეთის გენშტაბის მიერ 7 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციითაც დასტურდება… რუსული გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კასპიის ზღვაში დისლოცირებული საზღვაო ხომალდების მიერ სირიის მიმართულებით ,,კალიბრის,, ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა  გაუშვეს, რომლებმაც ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გავლით სირიაში არსებულ სამიზნეებს მიაღწიეს.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიელიოტ ერვიტის ფოტოები
შემდეგი სტატიაწერა-კითხვის უცოდინარი მშობლების შვილმა ნობელის პრემია აიღო…