“ენჯეოშნიკი სოროსელი, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები ის გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა”-მეჭიაური ივანიშვილს მარგველაშვილის გამო აკრიტიკებს

ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

Tamaz mechiauriსაფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს. თამაზ მეჭიაური ყოფილი პრემიერის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად მარგველაშვილის არჩევას შეცდომად მიიჩნევს.

„კიდევ რაში დავადანაშაულებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან ერთი ენჯეოშნიკი სოროსელი, როცა მას ეჭირა საქსოვი ჩხირები ის გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა და დღეს ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც,“-განაცხადა მეჭიაურმა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, რასაც რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ტაშიც მოჰყვა. სხდომაზე უმრავლესობა ეროვნულ ბანკზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

banner
წინა სტატიაშიდღეს ნავთობის ფასი რეკორდული მატების შემდეგ ისევ დავარდა
შემდეგი სტატიაქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება