პენტაგონის ხელმძღვანელი: არ გვინდა რუსეთი ჩვენი მტერი იყოს

ენტაგონის ხელმძღვანელი: არ გვინდა რუსეთი ჩვენი მტერი იყოს

ენტაგონის ხელმძღვანელი: არ გვინდა რუსეთი ჩვენი მტერი იყოსრუსეთი შტატების და მისი მოკავშირეების «წარსლში ჩათრევას» ვერ შეძლებს – განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა ბერლინში გამოსვლისას. მან მოსკოვი საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობაში დაადანაშაულა.

კარტერის განცხადებით, ნატოს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან ურთიერთობა გაიუმჯობესონ, თუკი კრემლის სურვილიც იგივე იქნება.
«ჩვენ ცივი ომისკენ არ მივისწრაფვით და და არ ვემზადებით რუსეთთან ცხელი ომისთვის. არ გვინდა, რომ რუსეთი ჩვენი მტერი იყოს. მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროთ: ჩვენ ჩვენს მოკავშირეებს და საერთაშორისო წესრიგს კანონის სრული დაცვით დავიცავთ» – განაცხადა პენტაგონის მეთაურმა.

მსგავსი აზრი გამოთქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ევროპული ტურნეს ფარგლებში, რომელიც 22-26 ივნისი გაგრძელდება, კარტერი გერმანიას, ესტონეთს და ბელგიას ეწვევა, რომ რუსეთის მხრიდან გამოწვევებზე იმსჯელოს.

ადრე ეშტონმა განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთთან დიდხნიან დაძაბულულ ურთიერთობას ელოდებიან.
პენტაგონის აზრით, რუსეთის პოლიტიკური კურსი შესაძლებელია პუტინის შემდეგაც არ შეიცვალოს, ამიტომ ნატო მზად უნდა იყოს და გააგრძელოს მკაცრი, მაგრამ დაბალანსებული ურთიერთობა რუსეთთან.
შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა პუტინს საკუთარი პოლიტიკის შეცვლა, კარტერმა უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს, მაგრამ დარწმუნებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: დღეს არ ვიმყოფებით ცივი ომის მდგომარეობაში რუსეთთან, მაგრამ ის არც ნატოს პარტნიორია
შემდეგი სტატიაბერძნებს ანაბრებიდან თანხები ინტენსიურად გააქვთ