ენმ მხარს უჭერენ ინიციატივას მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა დაამტკიცოს

სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურის რეფორმირების პროექტს ეხმაურება. როგორც “თაიმერს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიაში მხარს უჭერენ ინიციატივას მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტმა დაამტკიცოს.
“დღევანდელი პროკურატურის სისტემა, დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ამაზე არაერთხელ უსაუბრია საერთაშორისო ორგანიზაციებს. ის ღარიბაშვილი-ივანიშვილის ხუშტურს ასრულებს. ამიტომ, ამ პირობებში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უფრო მეტად ანგარიშვალდებულს გახდის პროკურატურას პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე, მხარდასაჭერია. ვფიქრობთ, მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ წარდგენა და პარლამენტის დამტკიცება, ამ ორგანოს უფრო გამჭირვალე ხასიათს მისცემს”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა გაიზარდა 15 კაცამდე, საიდანაც რვას პროკურორთა კონფერენცია აირჩევს.

banner
წინა სტატიაში“ეს გიგი უგულავას მონაპოვარია”- სევდია უგრეხელიძე ოლიმპიურ სოფელზე
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: მჯერა, ვახტანგ გომელაური ამ სისტემაში არსებულ ნაკლოვანებებს აუცილებლად აღმოფხვრის