ენმ – “ბაგა-ბაღების გარეთ ათასობით ბავშვი რჩება”

თბილისში ბაგა ბაღების საკითხი კვლავ პრობლემატურია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ დედაქალაქში ბაგა ბაღების ნაწილი დახურულია, ის ბაღები კი, რომლებიც ფუნქციონირებს, უკვე შევსებული.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალ სასწავლო წელს 17 ათასი ბავშვი ბაღის გარეთ დარჩება.

“მერია გვპირდებოდა ბაღებს ავაშენებთო, მაგრამ არ აშენებულა. ბიუჯეტის ახალ ვარიანტში ბაგა ბაღებისთვის გამოყოფილი თანხები შემცირებულია,” – აცხადებს სევდია უგრეხელიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძე კი ამბობს, რომ ბაღებში ადგილების რაოდენობის ნაცვლად, პირიქით შემცირდა ადგილები.

“თუ აქამდე თბილისის ბაგა ბაღებში 55 ათასს ღებულობდნენ, წელს 54 ათას ბავშვს მიიღებენ. მივმართავთ დავით ნარმანიას ნუ დატოვებს 17 ათას ბავშვს ბაღის გარეთ,”- აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე.

ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პოლიტიკურ ქულებს იწერენ.

“ყველა აღსაზრდელის მიღებას ვერ შევძლებთ, 17 ათასი არ არის ეს ციფრი, ზუსტი ციფრი უცნობია,”- აცხადებს ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი თორდინავა.

banner
წინა სტატიაშიგალის ქართული წიგნებით მომარაგების საკითხს ჟენევის ფორმატში განიხილავენ – განათლების მინისტრი
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დარჩენას უჭერენ მხარს