ენერგეტიკის სამინისტრო კახი კალაძისა და “გაზპრომის” ხელმძღვანელის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძისა და “გაზპრომის” ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “გაზპრომთან” მორიგი სამუშაო შეხვედრა გუშინ მილანში გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები. აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები.

banner
წინა სტატიაშიოსური პასპორტი და „Вид на жительство” – ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყო
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: მე საქართველოში საგანგებო მდგომარეობას ვერ ვხედავ