აფხაზური მხარის პირველი კომენტარი ენგურის ხიდზე გარდაცვლილ 13 წლის ირაკლი ცაავას შესახებ

სოფელ მე-2 ოტობაიას მთვრალი გამგებელი სოფლის ცენტრში წევს ამ წუთებში

„აგანგლიოზით დაავადებული ირაკლი ცაავა გალიის რაიონის სოფელ ხიაცხაში საქართველოს საზღართან მისვლამდე გარდაიცვალა“ – აცხადებს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო.
„გალის რაიონის მცხოვრები ირაკლი ცაავა, რომელიც 2002 წელს არის დაბადებული, აგანგლიოზით იყო დაავადებული. მას დაბადებიდან მესამე კვირას ოპერაცია გაუკეთდა და მას შემდეგ მუდმივად თბილისსა და ზუგდიდში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ცაავების ოჯახს აფხაზურ სამედიცინო დაწესებულებისთვის არ მიუმართავს. არც სკოლის დირექტორი, სადაც მოზარდი სწავლობდა, არც სოფლის ადმინისტრაცია, მისი დაავადების შესახებ არ იყო გაფრთხილებული. ირაკლის სიცოცხლეში მის მშობლებს არ წარმოუდგენიათ არც საქართველოს მოქალაქეობის და არც აფხაზეთის მოქალაქეობის მოწმობა“ – ცნობას აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ცაავების ოჯახმა ერთადერთხელ რამდენიმე დღის წინ 4 მაისს მიმართეს გალის რაიონის საავადმყოფოს.
სასწრაფო დახმარების ჯგუფი 4 მაისს დილის 6:45 წუთზე იქნა გამოძახებული. საავადმყოფოში მოზარდი 7.30 წუთზე შეიყვანეს, სადაც მორიგე ექიმის მიერ გასინჯულ იქნა. ავადმყოფის მდგომარეობა შეფასდა როგორც უკიდურესად მძიმე.
„ირაკლი ცაავას მშობლებმა გადაწყვეტილება მიიღეს რომ შვილს თბილისში გადაიყვანდნენ, თუმცა გზაში 11.55 საათზე მისი მდგომარეობა კრიტიკული გახდა. რეანიმაციული ღონისძიებები 20 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად 4 მაისს 12.15 წუთზე სამედიცინო პერსონალმა, რომელიც მოზარდს აცილებდა, სიკვდილი დააფიქსირა“- ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რო ენგურის ხიდზე ე.წ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზებმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან ცაავების ოჯახი არ გამოატარეს. მათ ზუგდიდში სასწრაფო საოპერაციოდ გადმოყავდათ თავიანთი მეშვიდე კლასელი შვილი. ოკუპანტებმა ცაავების ოჯახს დამატებითი საბუთები მოსთხოვეს. როგორც გაირკვა, სანამ დედა დამატებით საბუთებს აკეთებდა, მისი შვილი ადგილზე გარდაიცვალა. როგორ ცნობილია, ცაავების ვაჟი ავადმოყოფობდა, მას რამდენიმე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. დღეს, როდესაც მე–7 კლასის მოსწავლე გალის საავადმყოფოში მიიყავნეს, გალელმა ექიმებმა მშობლებს ბავშვის სასწრაფოდ ზუგდიდში გადაყვანა ურჩიეს, თუმცა ეს ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს ენგურის ხიდზე. ინფორმაცია “თაიმერს” ცაავების ოჯახის ახლობელმა მიაწოდა.

timer.ge

banner
წინა სტატიაში“ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიამაია პლისეცკაიას არ დაასაფლავებენ